ფეხბურთი

17:57 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ევრო 2024-ის ლიდერებში

ევროპის ჩემპიონატზე დღეს მესამე ტური აიღებს სტარტს, გასული ორი ტურის შემდეგ, კი ქართველი ფეხბურთელები როგორც ბომბარდირებში, ასევე მოგერიებებში ლიდერობენ.

საინტერესო ფაქტია ის, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დუბლი არცერთ მატჩში გვინახავს და მხოლოდ 3 ფეხბურთელია ისეთი, რომელმაც ორ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა - სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელი ივან შრანცი, გერმანიის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი მიქაუტაძე. მიქაუტაძემ თურქეთთან მატჩში ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ჩეხეთთან შეხვედრაში კი ზუსტად შესრულებული პენალტით ჩვენი გუნდი დააწინაურა, შესაბამისად, საქართველოს მიერ ევრო 2024-ზე გატანილი ორივე გოლი „მეცის“ შემტევის ანგარიშზეა.



კიდევ ერთი ქართველი, ამჯერად უკვე მოგერიებების სათავეში, გიორგი მამარდაშვილია. „ვალენსიას“ მეკარეს ჩეხეთთან ჩატარებული საოცარი შეხვედრის შემდეგ, 15 მოგერიება დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ რუმინელთა მეკარეს, ფლორინ ნიცას 5 მოგერიებით ასწრებს. ხუთეულში უნგრეთის ნაკრების მეკარე პიტერ გულაჩში (9), იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა (9) და ნიდერლანდელი ბარტ ფერბრუგენი (9) არიან.



შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი ევრო 2024-ზე 1:1 დასრულდა, რითაც საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110905