ფეხბურთი

17:27 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: „ქოჩორაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ზრდას განაგრძობს“

ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩში კიდევ ერთი შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომლის თამაშსაც ცნობილი ესპანური გაზეთი, AS-ეხმაურება.

„ლევანტეს“ ფეხბურთელი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მოედანზე ყველაზე მეტი, 44 გადაცემა შეასრულა, საიდანაც 11 ბოლო მესამედში იყო, იქ სადაც შეხვედრის ბედი წყდება. გარდა ამისა, მან ბურთი 11-ჯერ დაიბრუნა და 3 დრიბლინგიც შეასრულა.

მას პასების სიზუსტის 97.8%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. „ლევანტეს“ მოთამაშე ევროპის ჩემპიონატზე როგორც საკუთარი უნარების, ასევე მისი სატრანსფერო ღირებულების ზრდას განაგრძობს, სადაც მას უამრავი თვალი აკვირდება. ის ვილი სანიოლის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და დამსახურებულადაც, ორივე მატჩი სრულად ჩაატარა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი ევრო 2024-ზე 1:1 დასრულდა, რითაც საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116511