ფეხბურთი

16:20 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, ევრო 2024-ის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებით დაიკავა ადგილი.

ტურის სიმბოლური გუნდი ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა, Sofascore-მ შეადგინა, რომელმაც „ვალენსიას“ მეკარეს 9.8 რეიტინგი დაუწერა და ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიანიჭა.

გიორგი მამარდაშვილის გარდა, სიმბოლურ გუნდში იოზუა კიმიხი (გერმანია - 8.9), ანტონიო რუდიგერი (გერმანია - 7.6), ვილი ორბანი (უნგრეთი - 7.7), მარკ კუკურელია (ესპანეთი - 8.5), ილქაი გიუნდოგანი (გერმანია - 8.4), ანდრიენ რაბიო (საფრანგეთი - 8.2), ფაბიან რუისი (ესპანეთი - 8.3), ბერნარდუ სილვა (პორტუგალია - 8.2), კევინ დე ბრუინი (ბელგია - 8.6) და ანდრეი კრამარიჩი (ხორვატია - 8.2) მოხვდნენ.



შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. საქართველოს ნაკრებმა კი მისი კარგი თამაშის დახმარებით, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139068