ფეხბურთი

15:53 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ევრო 2024-ზე ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის ვილი სანიოლის მიერ შერჩეული სასტარტო თერთმეტეული ცნობილია.

წინა მატჩთან შედარებით, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა - გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად მატჩს სასტარტოდან ზურიკო დავითაშვილი დაიწყებს.

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ჩეხეთი (3-4-3): სტანეკი - ჰოლეში, ჰრანაცი, კრეიჩი - სოუჩეკი, პროვოდი, ცოუფალი, იურაშეკი - ჩერნი, შიკი, ჰლოზეკი.

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი ჰამბურგის ფოლკსპარკშტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114859