ფეხბურთი

17:30 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის დამატებით „სენტ ეტიენი“ ინტერესდება

ფრანგული 90Football-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევით, ზურიკო დავითაშვილით უკვე ლიგა 1-ის გუნდი, „სენტ ეტიენი“ ინტერესდება.

„სენტ ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ დრამატულ, ორმატჩიან დაპირისპირებაში დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, შესაბამისად, გუნდი გაძლიერებას აპირებს და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ, ზურიკო დავითაშვილს განიხილავს.

ფრანგული მედიის ცნობით, „სენტ ეტიენს“ შეუძლია ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პროგრესს განაგრძობს, უკეთესი კონტრაქტი შესთავაზოს და თავისთან გადაიბიროს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ღირსებას იცავს, რომელთან ერთაც ლიგა 2-ის სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. თავად ქართველმა შემტევმა ჩემპიონატში 37 და თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლს და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ამჟამად, ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე იმყოფება და ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. თურქეთთან გამართულ პირველ შეხვედრაში ის მოედანზე ცვლილებაზე, 74-ე წუთზე გამოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115395