ფეხბურთი

16:10 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა გუნდთან ერთად კვლავ ვერ ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩამდე ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა, რომელშიც გუნდთან ერთად მონაწილეობა კვლავ ვერ მიიღო ოთარ კიტეიშვილმა და ის დიდი ალბათობით, მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს.

ჩვენი გუნდი შუადღისას ჰამბურგში გაემართა, სადაც ფოლკსპარკშტადიონზე მატჩის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი მონტენეგროსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში დაშავდა და მას შემდეგ, ის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პირველი მატჩი თურქეთთან 1:3 დათმო, ჩეხეთთან მატჩი კი 22 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114772