ფეხბურთი

14:08 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნი: „ჩვენთვის საკმარისი არ არის ევროზე სამი მატჩის თამაში“

პოლონეთის ნაკრების მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა.

„პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი. ატმოსფერო შესანიშნავია, მაგრამ ამას კარგი შედეგები უნდა დავამატოთ რათა ორი კვირა გავატაროთ გერმანიაში, კარგ ატმოსფეროში, მხოლოდ სამი მატჩი ვითამაშოთ და შინ წავიდეთ? არა, ეს საკმარისი არ არის. მინდა აქ წარმატებას მივაღწიოთ და მჯერა, რომ ამას შევძლებთ“, - ციტირებს შჩესნის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში პოლონეთი ნიდერლანდებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. დღეს, 21 ივნისს, ევრო 2024-ის მე-2 ტურის ფარგლებში ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის მატჩი ბერლინში გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059209