ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო გოლის ტიტულის პრეტენდენტები ცნობილი გახდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.
ნომინანტები არიან:
- არდა გიულერი (თურქეთი) საქართველოსთან მატჩში (3:1).
- ნიკოლო ბარელა (იტალია) ალბანეთთან მატჩში (2:1).
- მერტ მიულდური (თურქეთი) საქართველოსთან მატჩში (3:1).
- ნიკოლაე სტანჩუ (რუმინეთი) უკრაინასთან მატჩში (3:0).
ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური დღეს, 19 ივნისს იწყება.