ევრო 2024-ზე თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ Sky Sports-ს ესაუბრა:
„თავს კარგად ვგრძნობ. ამჟამად მხოლოდ ევროზე ვარ კონცენტრირებული და ჩემს მომავალს ამის შემდეგ გადავწყვეტ. ამჟამად ამ ტურნირზე მონაწილეობის გარდა არაფერზე ვფიქრობ. ჩემს შესახებ გაკეთებული განცხადებები არ მაინტერესებს.“ - განაცხადა ქართველმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მისმა მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ისაუბრეს, რასაც „ნაპოლი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც მკაფიოდ გამოხატა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი არ იყიდება და მის მომავალს მხოლოდ გუნდი გადაწყვეტს.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პირველ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა, კვარაცხელიას კი არც თუ ისე კარგი შეხვედრა ჰქონდა.