I ტურის ბოლო მატჩი საქართველოს ჯგუფში, პორტუგალიასა და ჩეხეთს შორის გაიმართა, რომელშიც პორტუგალიამ დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 შეძლო მეტოქის დამარცხება.
შეხვედრის პირველი ტაიმი, მიუხედავად იმისა, რომ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პორტუგალიელთა უპირატესობით წარიმართა. რეალური მომენტი კრიშტიანუ რონალდუს ჰქოდა, თუმცა „ალ ნასრის“ ლიდერს ჩეხთა მეკარემ აჯობა.
შეხვედრის მეორე ტაიმი ბევრად საინტერესო გამოდგა. 62-ე წუთზე ვლადიმირ ცოუფალის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, ლუკაშ პროვოდმა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა და მოულოდნელად, ანგარიშიც გახსნა - 0:1
პორტუგალიის ნაკრები მალე მოვიდა გონს და შეტევები გააძლიერა. 69-ე წუთზე ვიტინიას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ნუნო მენდეში გამოეხმაურა. მისი თავით დარტყმული სტანეკმა მოიგერია, თუმცა ბურთი ჰრანაცს მოხვდა და ჩეხთა კარის ბადეში შევარდა - 1:1.
დარჩენილ დროში პორტუგალია მოგებას ეცადა. 87-ე წუთზე თითქოს საწადელსაც მიაღწია, როდესაც დიოგუ ჟოტამ გაიტანა, თუმცა გოლამდე კრიშტიანუ რონალდუ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც გოლი გაუქმდა.
90-ე წუთზე შეხვედრაში ფრანსისკო კონსეისაუ ჩაერთო, და შემოსვლიდან 2 წუთში პორტუგალიას 3 ქულის მომტანი გოლიც გაატანინა.
მომდევნო მატჩს ჩეხეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ 22 ივნისს, 17:00 საათზე ჩაატარებს. შესაბამისად, პორტუგალიის მეტოქე თურქეთი იქნება. ევროპის ჩემპიონატი კი ხვალ, მეორე ტურის მატჩებით გაგრძელდება.
პორტუგალია 2:1 ჩეხეთი
ჰრანაცი (ავტოგოლი) (69), კონსეისაუ (90+2) - პროვოდი (62)
რედ ბულ არენა - ლაიპციგი
მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია)
პორტუგალია (3-5-2): კოშტა - დალო (ინასიო - 63), პეპე, დიაში - კანსელუ (სემედუ - 90), ბ. სილვა, ფერნანდეში, ვიტინია (კონსეისაუ - 90), მენდეში (ნეტუ - 90) - ლეაო (ჟოტა - 63), რონალდუ.
ჩეხეთი (3-5-2): სტანეკი - ჰოლეში (ჩორი - 90+4), ჰრანაცი, კრეიჩი - ცოუფალი, სულჩი (შევჩიკი - 79), სოუჩეკი, პროვოდი (ბარაკი - 79), დუდერა - კუჩტა (ლინგრი - 60), შიკი (ხითილი - 60).
F ჯგუფი | მ | ფ | წ | ქ | ბ | ა |
თურქეთი | 1 | 0 | 0 | 3 | 3/1 | 1 |
პორტუგალია | 1 | 0 | 0 | 3 | 2/1 | 2 |
ჩეხეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 1/2 | 3 |
საქართველო | 0 | 0 | 1 | 0 | 1/3 | 4 |