ფეხბურთი

20:25 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "საქართველო ფეხბურთით ცხოვრობს, ამიტომ ბრძოლა ყოველთვის ღირს"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის წინ ისაუბრა. ეროვნული გუნდის კაპიტანმა ქართველ გულშემატკივარზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ გამო ბრძოლა ყოველთვის ღირს.

„ეს დღეები ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესოა და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მთელი ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს, ისინი მხოლოდ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. საქართველოდან 1 ადამიანი სკუტერით ჩამოვიდა, რომელმაც 4000 კილომეტრი გამოიარა და ქართველი გულშემატკივრების სურვილები ჩამოგვიტანა. ამ ემოციების გამო და ამ ხალხის გამო ბრძოლა ყოველთვის ღირს.

ვიცი, რომ ბევრმა დაზოგა ფული, რომ აქ წამოსულიყო. ვიცით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და ვეცდებით, როგორც ჩვენ, ისე გულშემატკივრები, რომ ჩვენი თავი სათანადოდ წარმოვაჩინოთ. ეს კარგად გამოგვდის და კიდევ ერთხელ ვეცდებით. ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარს ფეხბურთი და 30 წელი ელოდნენ ამ დღეს. ამიტმ, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია როგორ ვითამაშებთ და როგორ წარვადგენთ თავს ამ ტურნირზე.

არ ვიცი, ნახეთ თუ არა ვიდეო, მე ლამის გონება დავკარგე, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, რაც კარიერაში მქონია და ძალიან გამორჩეულია, როცა ქვეყანა ამაყობს შენი მიღწევებით. ეს საუკეთესო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ეს შეგრძნებები და ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და დავიწყოთ მუშაობა, აქ ვართ, გვინდა ვიბრძოლოთ და როგორც არასდროს, ისე ვიბრძოლებთ. ზეიმის დრო აღარ არის, ბრძოლის დროა და გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113879