ფეხბურთი

19:47 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩვენთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თურქეთთან, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ ასეა თურქეთისთვისაც და დარწმუნებული ვარ, მათზე უფრო მეტი ზეწოლაა. თურქეთის ნაკრების ძლიერ მხარეებზე საუბარი ძალიან დიდხანს გაგრძელდება, რადგან მათ ძალიან ტექნიკური და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა.

პლეი-ოფის ფინალის შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს გაუჭირდა ჩვეულებრივ რუტინაზე დაბრუნება, რადგან ისინი ძალიან ოცნებობდნენ. საჭიროა ეს ოცნება გარკვეულ მომენტში დასრულდეს და კონცენტრაცია ევროპის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ, რადგან ამ ტურნირს დისციპლინა და მენტალური მზადყოფნა სჭირდება.

სოლომონ კვირველია ხვალინდელი თამაშისთვის მზადაა, კიტეიშვილი ჯერჯერობით - არა. ქართველი ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად არიან, ამ ყველაფერს ისინი ძალიან დიდხანს ელოდნენ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119004