ფეხბურთი

18:30 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„დილა“ კონგოს ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა

ეროვნული ლიგის ლიდერი გორის „დილა“ კონგოს ნაკრების 18 წლის ფორვარდით, დეო გრასიას ბასინგათი გაძლიერდა.

ბასინგა ბოლოს ბელგიური „გენტის“ ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა. მას შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ „დილა“ ორი დღის წინ მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ დატოვა და ამჟამად გუნდი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. ეროვნულ ლიგაში ამჟამად საზაფხულო შესვენებაა გამოცხადებული, გორის „დილას“ კი 18 ტურის შემდეგ 39 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

თეგებიგორის დილა
0.112679