ფეხბურთი

13:56 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიომ თქვა, რომ ბრაზილიის მიმართ მისი კრიტიკა სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა რონალდინიომ განმარტა, თუ რატომ აკრიტიკებდა ბრაზილიის ნაკრებს 2024 წლის კოპა ამერიკის წინ.

„არასდროს ვუღალატებ ბრაზილიურ ფეხბურთს. ასეთ სიტყვებს არასდროს ვიტყოდი. სინამდვილეში, ეს ნამდვილი ბრაზილიელი გულშემატკივრების სიტყვებია. ეს არის რეალური კომენტარები, რომლებიც ვნახე ინტერნეტში. წარმოიდგინეთ თამაშის წინ ამის მოსმენა? ეს შეუძლებელია, მოტივაცია ეცემა.

გულშემატკივართა მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშეებისთვის. ვიცი რაზეც ვლაპარაკობ. ჩვენს ბიჭებს ახლა სჭირდებათ მხარდაჭერა. რაც უფრო მეტ ნდობას გამოვავლენთ, მით მეტი თავდაჯერება ექნებათ მოედანზე.

ამიტომაც შევუერთდი ცნობილი ანტიპერსპირანტების ბრენდის სარეკლამო კამპანიას გუნდის მხარდასაჭერად. ყველას ვთხოვთ კოპა ამერიკის დროს მხარდაჭერის მესიჯები გამოაგზავნოთ“, - წერს რონალდინიო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელები კოსტა რიკას (25 ივნისს), პარაგვაის (29 ივნისს) და კოლუმბიას (3 ივლისი) დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117624