ფეხბურთი

13:25 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგს ახალი პირობა აქვს, რომლის შესრულების შემდეგაც მზადაა „იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მზად იქნება გაახანგრძლივოს სამუშაო ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან, იმ პირობით, რომ მისი გავლენა „წითელი ეშმაკების’ სატრანსფერო პოლიტიკაზე შეზღუდული არ იქნება - წერს Mirror.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი თანამფლობელი ჯიმ რეტკლიფი აპირებს შეზღუდოს ნიდერლანდელი სპეციალისტის გავლენა კლუბის ტრანსფერებზე. „მანჩესტერის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ტენ ჰაგმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს მწვრთნელობაზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინგლისურმა გამოცემამ The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე წამოუყენა ორი პირობა, რომლის მიხედვითაც ის კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მწვრთნელს სურდა, გუნდში არ დაბრუნებულიყო გარემარბი ჯეიდონ სანჩო, რომელთანაც გასული სეზონის დასაწყისში კონფლიქტი ჰქონდა. ტენ ჰაგმა ასევე მოითხოვა, რომ კლუბმა გაახანგრძლივოს კონტრაქტი თავდამსხმელების მწვრთნელთან ბენი მაკკარტისთან.

ტენ ჰაგის მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114702