ფეხბურთი

12:48 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იოჟეფ საბო: „პორტუგალია ევროს მთავარი იმედგაცრუება იქნება, რონალდუ ის აღარ არის, რაც იყო“

უკრაინის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იოჟეფ საბოს არ სჯერა პორტუგალიის ნაკრებისა და მისი ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს ევრო 2024-ზე წარმატების. სპეციალისტს მიაჩნია, რომ პორტუგალიის ნაკრები შესაძლოა ტურნირის მთავარი იმედგაცრუება გახდეს.

„ტურნირის მთავარი იმედგაცრუება შესაძლოა პორტუგალია გახდეს.

რატომ? რადგან მათი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ აღარ არის იგივე რონალდუ. ევროპა დატოვა და საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაშობს, სადაც დონე სულ სხვაა. შეიხებმა იქ იყიდეს რამდენიმე ვარსკვლავი, მაგრამ...“ – ციტირებს საბოს სიტყვებს «Украинский футбол».

ევრო 2024-ზე პორტუგალია F ჯგუფში ითამაშებს, სადაც რონალდუსა და კომპანიის მეტოქეები ჩეხეთის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114576