ფეხბურთი

12:19 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი ალექსანდერ-არნოლდზე: „ვფიქრობ, ნახევარდაცვაში გაუჭირდება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ისაუბრა ინგლისელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შესაფერისობაზე ნახევარდაცვაში.

„ინგლისის ნაკრებში რამდენიმე ბრწყინვალე მოთამაშეა; ოთხი ან ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც ამ ტურნირზე ნებისმიერ გუნდში გამოირჩეოდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი სწორ ბალანსზეა დამოკიდებული. გყავთ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ მინდორზე გასვლა და თამაშების მოგება, მაგრამ პრობლემა უკეთეს გუნდებთან დაცვაა.

ვფიქრობ, ჯგუფში წარმატებით ითამაშებენ. ტრენტიც კარგი იქნება ნახევარდაცვაში. მაგრამ მართლაც ტოპ გუნდებთან, ვფიქრობ, გაუჭირდება. არ მგონია, ამისთვის მზად იყოს“, - ციტირებს კინის სიტყვებს ონლაინ გამოცემა ITV.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ტრენტს სათამაშო პოზიცია შეუცვალა, მარჯვენა მცველობიდან ნახევარდაცაში გადაიყვანა და ამან ნაყოფი გამოიღო. შედეგად ის ინგლისის ნაკრებშიც შუახაზელი იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე ინგლისელები პირველ მატჩს სერბეთთან დღეს, 16 ივნისს გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.117548