ფეხბურთი

11:53 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინმა ევრო 2024-ზე ბელგიის ნაკრების შანსები შეაფასა

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა შანსები აქვს მის გუნდს ევრო 2024-ზე.

„ქაღალდზე ზოგიერთი გუნდი ჩვენზე დიდ ფავორიტად ითვლება. მაგრამ საიდუმლო ისაა, რომ ტურნირის მსვლელობისას სათანადო ფორმაში ჩადგე. თუ ამას მიაღწევ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვიმედოვნებ, ჩვენ გავაგრძელებთ თამაშს ისე, როგორც ევროსთვის მზადების დროს.

კარგი დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია. პირველი მატჩის მოგება შესანიშნავი, მაგრამ ჩვენ ასევე მოვიგეთ პირველი მატჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ჯგუფიდან მაინც ვერ გავედით. ვეცდებით უახლოეს დღეებში მაქსიმალურად მოვემზადოთ და მზად ვიყოთ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.

იმედი მაქვს, სლოვაკეთთან მატჩი ჩვენთვის კარგი დასაწყისი იქნება“, - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი დე ბრუინის სიტყვებს.

ბელგიის ნაკრები უკრაინასთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან ერთად თამაშობს E ჯგუფში. პირველ მატჩს 17 ივნისს გამართავს სლოვაკეთთან, 22 ივნისს რუმინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს - უკრაინას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119889