საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა.
14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საბა კვერკველიაც. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.
შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის, 16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.
16 ივნისს მედია აქტივობა დაგეგმილი არ არის, ხოლო 17 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
NAKREBI.GE