სხვა

23:25 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანციის საკვალიფიკაციო გაცურვას 39.850 წამი მოანდომა, რამაც მას ფინალში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.

ფინალში ქართველმა იგივე დისტანცია 38.898 წამში დაფარა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ნადირაძისთვის ევროპის ჩემპიონატებზე მეორე. ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ჩემპიონი პოლონელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი ესპანელი ნიჩბოსანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელია. ის ასევე ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110225