ფეხბურთი

22:39 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი WhoScored-ის 10 გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეს შორისაა

პოპულარულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა, WhoScored-მა ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ 10 ახალგაზრდა მოთამაშე გამოარჩია და სიაში გიორგი მამარდაშვილიც შეიყვანა.

„ვალენსიაში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ეცდება ევრო 2024-ზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინოს და ევროპის საუკეთესო მეკარეებს შორის ადგილი დაიმკვიდროს. 23 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 106 დარტყმა მოიგერია, რაც მეექვსე შედეგია და ეჭვგარეშეა, რომ მას ამ ზაფხულშიც სერიოზული გამოცდა ელის გერმანიაში. საქართველო პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს და ამ დონეზე გამოუცდელობა შესაძლოა მათ წინააღმდეგ იყოს, თუმცა, კარში მამარდაშვილის კალიბრის მეკარის ყოფნით, ისინი F ჯგუფიდან გასასვლელადაც იბრძოლებენ“ - წერია სტატიაში.

გიორგი მამარდაშვილთან ერთად, WhoScored-მა ლამინ იამალი (ესპანეთი), ფლორიან ვირცი (გერმანია), ჰეორჰი სუდაკოვი (უკრაინა), მარიო მიტაი (ალბანეთი), ბენჟამინ შეშკო (სლოვენია), არდა გიულერი (თურქეთი), ჯოშუა ზირკზე (ნიდერლანდები), ლაზარ სამარჯიჩი (სერბეთი) და ბრედლი ბარკოლა (საფრანგეთი) გამოარჩია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116758