ფეხბურთი

22:03 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024 იწყება | გახსნის მატჩის შემადგენლობები ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება, პირველ მატჩში კი მასპინძელი გერმანია შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცოტა ხნის წინ ამ შეხვედრის მონაწილე გუნდების შემადგენლობებიც გამოქვეყნდა.

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, რუდიგერი, ტა, მიტელშტადტი - ანდრიხი, კროოსი - გიუნდოგანი ვირცი, მუსიალა - ჰავერცი.

სათადარიგო: ტერ შტეგენი, ბაუმანი, ანტონი, ბაიერი, ჯანი, ფიურიხი, ფულკრუგი, გროსი, ჰენრიხსი, კოხი, მიულერი, რაუმი, ზანე, შლოტერბეკი, უნდავი. მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი.

შოტლანდია (3-4-3): განი - პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი - რობერტსონი, მაკგრეგორი, მაკტომინეი, რელსტონი - კრისტი, მაკგინი, ადამსი.

სათადარიგო: კელი, კლარკი, არმსტრონგი, კონვეი, კუპერი, ფორესტი, გილმორი, ჰენლი, ჯეკი, მაკროური, მაკკენა, მაკლინი, მორგანი, შენკლენდი, ტეილორი. მწვრთნელი: სტივ კლარკი.

ევრო 2024-ის პირველი მატჩი 23:00 საათზე დაიწყება, ამ ჯგუფის მეორე მატჩი კი ხვალ, 17:00 საათზე, უნგრეთსა და შვეიცარიას შორის გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121047