ფეხბურთი

19:59 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ემერიკ ლაპორტი ხორვატიასთან მატჩს გამოტოვებს

ესპანეთის ნაკრებისა და „ალ ნასრის“ ცენტრალური მცველი, ემერიკ ლაპორტი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს, ხორვატიის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს.

ლაპორტს ესპანეთის ნაკრების დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა კუნთის ტრავმის გამო არ მიუღია და მას ექიმებისგან პირველ შეხვედრაში თამაშის უფლება ჯერ-ჯერობით არ აქვს. „ფურია როხას“ მთავარ მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია 30 წლის მცველი დღეს ჩაანაცვლოს, მთავარ კანდიდატად კი 17 წლის პაუ კუბარსი განიხილება, თუმცა ესპანურ მედიაში მიიჩნევენ, რომ ლაპორტის დაზიანება სერიოზული არ არის და ის იტალიასთან გასამართი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება ხორვატიასთან მატჩს, ივარაუდება, რომ მის ადგილს დაცვის ცენტრში „რეალის“ ფეხბურთელი, ნაჩო დაიკავებს.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 15 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ, 20:00 საათზე ჩაატარებს. „ფურია როხას“ ხორვატიის გარდა B ჯგუფში იტალიის და ალბანეთის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

0.119723