ფეხბურთი

16:14 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ლიდერი „დილა“ მწვრთნელის გარეშე დარჩა

საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერის, გორის „დილას“ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ თანამდებობა დატოვა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელმა კონტრაქტით გათვალისწინებული მუხლი გაააქტიურა, რომლის შეტანაც მან ხელშეკრულებაში თავდაპირველადვე მოითხოვა და გორის „დილა“ დატოვა. მოტასთან ერთად კლუბიდან მისი ასისტენტი, ემანუელ რიბეიროც წავიდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი სომხეთის პრემიერ ლიგის კლუბ „ნოას“ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა უკვე დაიწყო ახალი უცხოელი მთავარი მწვრთნელის ძიება, მასთან ერთად კი სკაუტები 2-4 ახალი მოთამაშის დამატებაზე მუშაობენ და დამატებითი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ეროვნულ ლიგაში ამჟამად საზაფხულო შესვენებაა გამოცხადებული, გორის „დილას“ კი 18 ტურის შემდეგ 39 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

0.117806