ფეხბურთი

11:40 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ლეონარდო სპინაცოლა დაუკავშირეს

„ნაპოლის“ „რომას“ ფეხბურთელი ლეონარდო სპინაცოლა დაუკავშირეს. Sky Sport-ის ცნობით, „აძური“ მარცხენა მცველს ეძებს და ვარიანტებს შორის 31 წლის იტალიელიცაა.

სპინაცოლას „რომასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და პირველი ივლისიდან ის თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად, ნეაპოლელებს მისი დამატება უფასოდ შეუძლიათ.

ლეონარდო სპინაცოლა „რომაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 151 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ის „იუვენტუსში“, „ემპოლიში“, „ვირტუს ლანჩანოში“, „სიენაში“, „ატალანტაში“, „ვიჩენცასა“ და „პერუჯაში“ თამაშობდა. ლეონარდომ 2017-2023 წლებში იტალიის ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118135