ფეხბურთი

10:08 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ხავი სიმონსი კვარაცხელიაზე მაგარია, ამაში დარწმუნებული ვარ"

იტალიელმა კომენტატორმა რიკარდო ტრევიზანმა „ლაიფციგის“ და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელზე, ხავი სიმონსზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, სიმონსი ხვიჩა კვარაცხელიაზე მაღალი დონის ფეხბურთელია.

„ხავი სიმონსი „ოქროს ბურთის“ მოგების პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, მას ყველაფერი აქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ დიდი გუნდის მწვრთნელი სჭირდება, რომ მისი ირწმუნოს და სიმონსს შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლენინოს. ვნახოთ სად გააგრძელებს კარიერას, უკავშირებენ „ბაიერნს“, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპანი მისი კარიერისთვის გარდამტეხი მწვრთნელი იყოს.

ამბობენ, რომ პსჟ კვარაცხელიაში 100 მილიონს იხდის, მაგრამ კვარაცხელიაზე მაგარი ხავი სიმონსია, ამაში დარწმუნებული ვარ. მასზე ძლიერი მხოლოდ 5 ფეხბურთელია“, - თქვა ტრევიზანიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113473