ფეხბურთი

21:20 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსის" მწვრთნელად ტიაგო მოტა დაინიშნა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად ტიაგო მოტა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იტალო-ბრაზილიელ სპეციალისტთან ტურინელებმა კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს. მოტა 2022 წლიდან „ბოლონიაში“ მუშაობდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, რაც შესანიშნავი შედეგია.

მანამდე 41 წლის სპეციალისტს „პარი სენ-ჟერმენის“ 19-წლამდე გუნდში, „ჯენოასა“ და „სპეციაში“ აქვს ნამუშევარი, რომელსაც 2021-2022 წლების სეზონში სერია A-ში ადგილი შეანარჩუნებინა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავიწყე ახალი გამოცდილების მიღება ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „იუვენტუსია“. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას და მფლობელებს, რომლებსაც ვარწმუნებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, კლუბის ფერების დასაცავად და გულშემატკივრების გასახარებლად“, - აღნიშნა მოტამ.

ტიაგო მოტამ „იუვენტუსში მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

0.114689