ჩეხეთის ნაკრებში ტრავმირებული მიხალ სადილეკი 30 წლის ფეხბურთელით, პეტრ შევჩიკით შეცვალეს.
პრაღის „სლავიას“ ფეხბურთელს ჩეხეთის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და თავდაპირველად განაცხადში არ იყო, თუმცა სადილეკის ტრავმის გამო ევრო 2024-ზე მაინც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მიხალ სადილეკმა ტრავმა უცნაურ ვითარებაში მიიღო, როცა ველოსიპედით დაეცა.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს ევრო 2024-ის მეორე ტურში, 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.