ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებზე ისაუბრა. ჯიჯი „სკუადრა აძურაში“ მუშაობს, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი და ფიქრობს, რომ ამჟამად იტალიის ნაკრები დაუფასებელია.
ბუფონს სთხოვეს შეედარებინა 2021 წლის და ამჟამინდელი იტალიის ნაკრები. მოგეხსენებათ, „სკუარდა აძურა“ მოქმედი ევროპის ჩემპიონია.
„იტალიის ეს ნაკრები დაუფასებელია, მაგრამ ძალიან კონკურენტუნარიანი. მაისურისადმი დიდი მიჯაჭვულობაა, არის სულისკვეთება და სურვილი მიჰყვეს ნებისმიერ განკარგულებას, რომელსაც მწვრთნელი და ფედერაცია იძლევა. 4-5-6 ელემენტია მსოფლიო ფეხბურთის ელიტის დონის.
დონარუმა ძალიან სოლიდური ძალაა გუნდისთვის. ბოსნიასთან მან შეასრულა სეივი სირთულის 9.9 კოეფიციენტით. ეს გვაძლევს კონკურენტუნარიანობის გარანტიას მაშინაც კი, როცა არ ვართ საუკეთესოები. უკან გვაქვს სიმყარე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადაგვარჩენს. ვიკარიოც ძალიან საიმედოა, მერეტი გაიზარდა, მეკარეების მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ”, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფში ალბანეთის, ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.