ჩოგბურთი

17:49 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მერვედფინალში ფრანგი მაქსიმ ჟანვიე საათსა და 17 წუთში, ორ სეტში, 7:5, 6:1 დაამარცხა. მხოლოდ პირველ სეტში იყო ბრძოლა, მეორე სეტი კი, ქართველმა ძალიან ადვილად მოიგო.

ბასილაშვილს არც ეისი ჰქონდა და არც ორმაგი შეცდომა, ხოლო ფრანგმა 6 ეისი მიითვალა, თუმცა 7 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ჩელენჯერზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო ორი შეხვედრა, ძირითად ბადეშიც ორი გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგს დაუპირისპირდება - უგო გასტონს ან კლემენ ტაბუს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113461