ფეხბურთი

12:20 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ალბერტო "ლაციოდან" კატარულ გუნდში გადავიდა

რომის „ლაციოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუის ალბერტო კარიერას „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ კატარულმა კლუბმა „ლაციოს“ 11 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით 1 მილიონი ევრო დაემატება.

ლუის ალბერტომ რომის „ლაციოს“ მაისურით 307 მატჩში 52 გოლი გაიტანა და 79 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე ის „სევილიას“, ბარსელონა B-ს“, „ლივერპულის“, „მალაგას“ და „დეპორტივოს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113542