„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერიკ ტენ ჰაგი არ გაათავისუფლონ.
ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვებაზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ინგლისის ასოციაციის თასის მოგებამ ყველაფერი შეცვალა. The Athletic-ის ინფორმაციით, ახლა მხარეები იმაზეც მუშაობენ, რომ ტენ ჰაგს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ, რადგან მხარეებს შორის ხელშეკრულება მომდევნო წელს იწურება.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა, რაც „წითელი ეშმაკებისთვის“ ეს კატასტროფული შედეგია, თუმცა ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვებამ კლუბს ევროპა ლიგის საგზური მაინც მოუტანა.