ფეხბურთი

22:45 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "მონაკოსთან" შეთანხმება უარყო: "ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია"

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია უარყო.

როგორც მან ინსტაგრამში პირად გვერდზე დაწერა, ჯერჯერობით არჩევანი არ გაუკეთებია:

„გამარჯობა ყველას. პატარა ინფორმაცია ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით: ჯერ არ გამიკეთებია არჩევანი ჩემს მომავალ კლუბზე, როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, სიამოვნებით გაცნობებთ. მადლობა ყველას“, - დაწერა ჟორჟმა ინსტაგრამში.

ქართველმა ფორვარდმა მანამდე ვიდეო კლიპი გამოაქვეყნა „მეცის“ შესახებ და ყველას მადლობა გადაუხადა. ფრანგულ მედიაში წერენ, რომ ეს „მეცთან“ გამოსამშვიდობებელი პოსტი იყო.

მიქაუტაძემ გასულ სეზონში „მეცის“ მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ფრანგულმა კლუბმა ის აგვისტოში „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო ცოტა ხნის წინ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ახლა 20 მილიონად გაყიდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112748