ფეხბურთი

22:14 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "მონაკო" აირჩია

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონაკო“ აირჩია. ამის შესახებ გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება.

წყაროს თანახმად, „თავადები“ „მეცს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდიან, ქართველ ფეხბურთელთან კი სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. მიქაუტაძით „რენი“ და „ლიონიც“ არიან დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, მან არჩევანი „მონაკოზე“ გააკეთა.

მონეგასკებმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. შესაბამისად, გიორგის თუ ყველაფერი დადასტურდა, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ.

მიქაუტაძემ გასულ სეზონში „მეცის“ მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ფრანგულმა კლუბმა ის აგვისტოში „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო ცოტა ხნის წინ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ახლა 20 მილიონად გაყიდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115293