ფეხბურთი

19:20 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი ევრო 2024-ის პირველ ტურში ვერ ითამაშებს

პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ვერ ითამაშებს.

35 წლის ფეხბურთელმა თურქეთთან ამხანაგურ მატჩში ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო და 16 ივნისს, ნიდერლანდებთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პოლონეთის ნაკრების სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ლევანდოვსკიმ მეორე ტურში 21 ივნისს, ავსტრიასთან თამაში შეძლოს.

სერიოზული ტრავმები არ აღმოაჩნდათ კაროლ სვიდერსკის და პაველ დავიდოვიჩს, რომლებიც საწვრთნელ პროცესს 3-4 დღეში უნდა დაუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრებს არეკ მილიკიც გამოაკლდა, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. პოლონეთი ჯგუფში ავსტრიის და ნიდერლანდების გარდა, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118155