ფეხბურთი

17:20 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნანი და პერიშიჩი "ტორპედოში?"

ქუთაისის „ტორპედოს“ ივან პერიშიჩი და ლუიშ ნანი დაუკავშირეს. როგორც ხორვატული გამოცემა gol.dnevnik-ი წერს, ვეტერანი ხორვატი ნახევარმცველით, რომელიც ბოლო სპლიტის „ჰაიდუკში“ თამაშობდა, ქუთაისური კლუბია დაინტერესებული.

ლუიშ ნანიც ამჟამად თავისუფალი აგენტია და 37 წლის პორტუგალიელი კლუბს ეძებს. „ტორპედო“ მის მიმართაც იჩენს ინტერესს. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია.

პარალელურად, თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ტორპედო“ „ლივერპულის“, პსჟ-ს და „კრისტალ პალასის“ ყოფილ მცველს, მამადუ სახოს დაიმატებს, რომელმაც ერთწლიანი კონტრაქტი მალე უნდა გააფორმოს.

ასე რომ, როგორც ჩანს, ქუთაისის „ტორპედოში“ სერიოზული გეგმები აქვთ და კონფერენს ლიგისთვის გუნდის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობენ.

პერიშიჩს კარიერის განმავლობაშო „სოშოში“, „რუზელარეში“, „ბრიუგეში“, „დორტმუნდში“, „ვოლფსბურგში“, „ინტერში“, „ბაიერნსა“ და „ტოტენჰემში“ აქვს ნათამაშები, ხორვატიის ნაკრებში კი 131 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ნანის, „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ფენერბაჰჩეში“, „ვალენსიაში“, „ლაციოში“, „ორლანდო სიტიში“, „ვენეციაში“, „მელბურნსა“ და „ადანა დემირსპორში“ უთამაშია, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 112 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112763