ფეხბურთი

16:25 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრებს ტეუნ კუპმაინერსიც გამოაკლდა

ნიდერლანდების ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ტეუნ კუპმაინერსი ვერ დაეხმარება. მან ტრავმა ისლანდიასთან მატჩის წინ გახურებისას მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა დაზიანების სიმძიმე და ევრო 2024-ზე ის ვერ გაემგზავრება. მოგეხსენებათ, „ატალანტას“ ნახევარმცველამდე, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში იყო, რონალდ კუმანის გუნდს ფრენკი დე იონგიც გამოაკლდა, ასე რომ ნახევარდაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს.

აღსანიშნავია, რომ კუმანმა დე იონგის ნაცვლად „დორტმუნდის“ მარცხენა მცველი იან მაატსენი გამოიძახა, ხოლო კუპმაინერსს ვინ შეცვლის ჯერჯერობით უცნობია.

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის, საფრანგეთის და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.111702