ფეხბურთი

14:17 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფა „ბარსელონას“ დე იონგის სანაცვლოდ გადაუხდის, რომელიც ტრავმის გამო ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს

უეფა 50 ათას ევროს გადაუხდის „ბარსელონას“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგში. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ტრავმის გამო ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს.

27 წლის ნახევარმცველმა ტერფის ტრავმა გასული აპრილის ბოლოს მიიღო და საკლუბო სეზონის დარჩენილ ნაწილში აღარ უთამაშია. თუმცა, 29 მაისს ნიდერლანდების ნაკრების პრესსამსახურმა გამოაცხადა ეროვნული გუნდის საბოლოო შემადგენლობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის, სადაც დე იონგი მოხვდა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112974