ფეხბურთი

11:52 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსი: „გერმანია არ არის ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი, მაგრამ მათ შორისაა“

მიუნხენის „ბაიერნის" ყოფილმა ვარსკვლავმა, ლოთარ მათეუსმა ჟურნალისტებს მოსაზრებები გაუზიარა გერმანიის ნაკრების პერსპექტივებზე 2024 წლის ევროპის საშინაო ჩემპიონატზე.

„ამ თამაშების შემდეგ (უკრაინასთან (0:0) და საბერძნეთთან (2:1) ამხანაგური მატჩები) გერმანია არ არის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი, მაგრამ ჩვენ მათ შორის ვართ - უპირატესად საშინაო მოედნის უპირატესობით. იმედი მაქვს, გერმანიაში ეიფორია დიდი იქნება არა მხოლოდ სტადიონებზე, არამედ ქალაქებსა და ქუჩებშიც“, - ციტირებს მათაუსის სიტყვებს Sky Sport Germany.

2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი პარასკევს, 14 ივნისს დაიწყება. გერმანიის ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას A ჯგუფიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქეები შოტლანდიის, უნგრეთის და შვეიცარიის ნაკრებები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122049