„ვალენსიას“ სამ გულშემატკივარს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით საფეხბურთო სტადიონებზე შესვლა აეკრძალათ.
აღნიშნული სასჯელის მიზეზი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის, ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფა გახდა.
„მესტალიაზე“ ბრაზილიელ თავდამსხმელს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, სამი მათგანის ვინაობა დაადგინეს და დააპატიმრეს. ფეხბურთელმა ერთ-ერთი ბრალდებული თავად ამოიცნო, ხოლო ორი მათგანი სათვალთვალო კამერების მეშვეობით ამოიცნეს.