რომის „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელად მარკო ბარონი დაინიშნა. ეს ინფორმაცია იტალიური კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ ოფიციალურად დაადასტურა.
ბარონი ბოლოს „ვერონაში“ მუშაობდა, რომელსაც სერია A-ში ადგილი შეანარჩუნებინა, ხოლო მანამდე იგივე „ლეჩესთან“ ერთად გააკეთა. მას არაერთ გუნდში აქვს ნამუშევარი.
ბარონიმ იგორ ტუდორი შეცვალა, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობა დატოვა.