ფეხბურთი

12:55 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ბონჯორნოს ტრანსფერზე მუშაობს

„ნაპოლი“ იტალიის ნაკრების და „ტორინოს“ მცველის ალესანდრო ბონჯორნოს შეძენას ცდილობს. იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლელებმა ფეხბურთელის აგენტთან შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს პირად კონტრაქტზე, რომლის დეტალები უცნობია. თუმცა, მთავარი „ტორინოსთან“ მოლაპარაკებებია.

ნეაპოლელები მზად არიან ნიჭიერ მცველში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა „ტორინოს“ პრეზინეტი ურბანო კაირო 50 მილიონს ითხოვს. მხარეებმა შეთანხმებას მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიონ. ალესანდროს ტრანსფერი „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მთავარი მოთხოვნაა.

ბონჯორნომ სერია A-ში ბოლო ორი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და არაერთი კლუბის ინტერესი მიიპყრო. ის ამჟამად იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

0.113716