მონტენეგროს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ხორვატმა სპეციალისტმა რთულ თამაშს ელოდება, რადგან საქართველო ორგანიზებული ნაკრებია და ისეთი არ არის, როგორიც ადრე იყო.
„რა თქმა უნდა, მოხარული ვართ, რომ პოდგორიცაში კარგად ორგანიზებულ გუნდთან ვითამაშებთ, იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მხარში დაგვიდგება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს, იციან რა უნდა გააკეთონ მოედანზე და ამიტომ, რთულ თამაშს ველოდებით.
პრობლემები გვაქვს იოვეტიჩთან და იანკოვიჩთან დაკავშირებით, დაველოდებით დღევანდელ ვარჯიშს და ვნახოთ, მზად თუ იქნებიან. ყველაფერს გავაკეთებთ კარგად სათამაშოდ, შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. ხვალ უნდა გავერთოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ვინც მოედანზე გავა, ყველაფერს გააკეთებს.
საქართველო ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. ვუყურე ბოლო ოთხ მატჩს, განსაკუთრებით საბერძნეთთან შეხვედრას. პენალტებში მოიგეს, მაგრამ უკეთესი გუნდის წინააღმდეგ. ვილი სანიოლმა შესანიშნავად იმუშავა, გუნდში კარგი ატმოსფერო აქვთ, იციან, რა უნდათ. საქართველოს ნაკრები ისეთი არ არის, როგორიც იყო. კვარაცხელიაც ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი მატჩი იქნება“, - თქვა პროსინეჩკიმ.
მონტენეგროს და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.