ფეხბურთი

1:15 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა. 7 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა გაინბერგში კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია სოლომონ კვერკველიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს გერმანიაში ქართველების მიერ დაფუძნებული კლუბი, ჯორჯია მიუნხენი ესტუმრა, რომელიც ბავარიის რეგიონალური ლიგის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სტუმრებს ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისური გადასცა და კლუბი სრული შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მიიწვია.

საქართველოს ნაკრები 8 ივნისს პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც 9 ივნისს, მონტენეგროსთან ნაკრებთან ამხანაგური მატჩს გამართავს, იქიდან კი, უკვე გერმანიაში გაემგზავრება.

ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125157