თურქეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია. ვინჩენცო მონტელამ 35-დან 26 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც გერმანიაში მიჰყავს.
განაცხადს მიღმა გაფართოებული შემადგენლობიდან ტრავმების გამო ენეს იუნალი, ჩაღლარ სოიონჯუ და ოზან კაბაკი დარჩნენ, ხოლო მონტელას გადაწყვეტილებით დოღან ალემდარი (ტრუა), ჯენკ ოზკაჯარი (ვალენსია), ბერატ ოზდემირი (ტრაბზონსპორი), ჩან უზუნი (ნიურნბერგი), აბდუკლადირ ომური (ჰალი), და ოღუზ აიდინი (ალანიასპორი) ვერ მოხვდნენ სიაში.
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქეა და ეს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება.
მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერი), მერთ გიუნოკი (ბეშიქთაში), უღურჯან ჩაქირი (ტრაბზონსპორი)
მცველები: მერთ მიულდიური (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), აჰმეტჯან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), სამეთ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე)
ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკოშლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი)
თავდამსხმელები: ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), ქერემ აკტურკოღლუ (გალათასარაი), არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ბერტუღ ილდირიმი (რენი), ჯენკ ტოსუნი (ბეშიქთაში), სემიჰ კილიჩსოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჯი (ლილი)