ჩეხეთის ნაკრებმა, რომელიც საქართველოს ნაკრების მეტოქეა ევროპის ჩემპიონატზე, ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მალტის ნაკრები 7:1 გაანადგურა.
ჩეხებმა მეტოქეს როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა კომპონენტში აჯობეს. დუბლით გამოირჩა მოიმირ ჩიტილმა, თითო გოლი ანტონინ ბარაკის, დავიდ იურაშეკის, ონდრეი ლინგრის, მატეი იურაშეკის და ვაცლავ ჩერნის აქტივშია.
ჩეხეთი მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ერთხელ ისპარინგებს, ამჯერად 10 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან და შემდეგ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატისთვის გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.
ჩეხეთი - მალტა 7:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბარაკი (6), 2:0 ჩიტილი (44), 3:0 დ. იურაშეკი (47), 4:0 ჩიტილი (58), 4:1 მბონგი (59), 5:1 ლინგრი (71), 6:1 მ. იურაშეკი (86), 7:1 ჩერნი (89)