„მილანი“ მზადაა „ბოლონიას“ ფეხბურთელი ჯოშუა ზირკზე დაიმატოს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
„როსონერიმ“ იტალიურ კლუბს აცნობა, რომ მზად არიან 23 წლის ნიდერლანდელის გამოსასყიდი თანხა, 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, ჯერ ტრანსფერი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ახლა მოლაპარაკებები ფეხბურთელის აგენტთან მიმდინარეობს.
ჯოშუა ზირკზემ გასულ სეზონში 37 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბაიერნში“, „პარმასა“ და „ანდერლეხტში“ თამაშობდა.