ფეხბურთი

16:02 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე სამი ფეხბურთელი შეუერთდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ლუკა ლოჩოშვილი, სოლომონ კვირკველია და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ.

ისინი უკვე გუნდთან ერთად არიან, თუმცა საწვრთნელ პროცესში სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში ჩაერთვებიან, რადგან ავსტრიაში დღეს ჩავიდნენ. ამრიგად, უკვე გუნდში 24 ფეხბურთელია.

ჯერჯერობით, მხოლოდ ლუკა გუგეშაშვილი და გიორგი მიქაუტაძე არ ჩასულან ავსტრიაში, თუმცა, გუნდს ისინიც მალე შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

0.113091