ფეხბურთი

14:06 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემმა“ 2024/2025 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ თავის ოფიციალურ საიტზე წარმოადგინა ამერიკული სპორტული ბრენდის Nike-ის ახალი საშინაო ფორმა, რომელსაც გუნდი 2024/2025 წლების სეზონში ჩაიცვამს.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა,“ ინგლისის პრემიერლიგის დასრულებული სეზონის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც უეფას ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ანგელოს პოსტეკოღლუს გუნდმა 66 ქულა დააგროვა.

გუნდს 2023/2024 წლების სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობა არ მიუღია.

0.117462