საუდური „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად მადრიდის „რეალის“ გარემარბ ვინისიუს ჟუნიორს.
„რა თქმა უნდა, ოქროს ბურთი მისია. მე მას ვგულშემატკივრობ. მივწერე ფინალამდეც და შემდეგაც. ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. დიდი მეგობარი, რომელიც ფეხბურთმა მომცა. ის აუცილებლად მოიგებს „ოქროს ბურთს.
ვინისიუსი წარმოუდგენლად გამოიყურება, ადიდებს ჩვენს დროშას მთელ მსოფლიოში. ძალიან ბედნიერები ვართ,“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Globo Esporte.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 24 ბურთი გაიტანა (მათგან ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში) და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მადრიდის „რეალთან“ ერთად ბრაზილიელმა ამ სეზონში ესპანეთის პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ბრაზილიელი 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.